გამოცემა Liverpool Echo-ს ინფორმაციით, მიმდინარე სიტუაცია იმგვარად ვითარდება, რომ, დიდი ალბათობით, 32 წლის ფორვარდი მოჰამედ სალაჰი დატოვებს „ლივერპულს“ 2024-25 წლების სეზონის შემდეგ, როცა მას მოქმედი კონტრაქტი ამოეწურება.
წყაროს ცნობით, ეგვიპტელი ფეხბურთელი „ლივერპულში“ შეიძლება შეცვალოს „ნიუკასლის“ განაპირა ფორვარდმა, 23 წლის ენტონი გორდონმა.
ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ სალაჰმა, შესაძლოა, კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.
მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან 350 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 212 გოლი გაიტანა და 90 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.