„ლივერპულის“ ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა მოლაპარაკებები გამართა მადრიდის „რეალთან” ესპანურ კლუბში სავარაუდო გადასვლასთან დაკავშირებით, – ამტკიცებს გაზეთი Don Balon.
გამოცემის ინფორმაციით, ეგვიპტელმა თავდამსხმელმა „რეალს“ პირობა წაუყენა – ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, მას გარანტირებული უნდა ჰქონდეს ადგილი ძირითად შემადგენლობაში.
გარდა ამისა, 25 წლის სალაჰს სურს, ანაზღაურების მიხედვით, კლუბის მეორე ფეხბურთელი იყოს კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ.
რამდენიმე დღის წინ იტყობინებოდნენ, რომ სალაჰი უახლოეს ხანში „ლივერპულთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
2017-2018 წლების სეზონში, სალაჰმა 42 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 37 გოლი და 12 შედეგიანი პასი შეასრულა.