სალაჰი „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამარცხებაზე - ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო #1TVSPORT
სალაჰი „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამარცხებაზე - ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო #1TVSPORT

„ლივერპულმა“ ინგლისის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:0.

„ლივერპულიდან“ გამორჩეული იყო მოჰამედ სალაჰი, რომელმაც მეტოქის კარი ორჯერ აიღო და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

„როდესაც პირველი გოლი გაგვაქვს, გვსურს, რომ გავიტანოთ მეორე, მესამე , – ციტირებს სალაჰის სიტყვებს BBC. – ეს ჩვენი საუკეთესო Tამაში იყო და იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებთ. ზოგჯერ ბევრი გოლი გამაქვს, ზოგჯერ ამას ვერ ვახერხებ, მაგრამ ყველაზე მთავარი გუნდის გამარჯვებაა“.

ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „ლივერპული“ (76 ქულით) პირველ ადგილზე დაწინაურდა და „მანჩესტერ სიტის“ გადაასწრო (74 ქულა), მაგრამ „ქალაქელებს“ ერთი მატჩი თადარიგში აქვთ. „მანჩესტერ იუნატედი“ 54 ქულით მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.