სალაჰი „ლივერპულში“ თავის მომავალზე ჩამოყალიბდა #1TVSPORT
სალაჰი „ლივერპულში“ თავის მომავალზე ჩამოყალიბდა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ფორვარდი მოჰამედ სალაჰი თავის მომავალზე ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა Football Insider-მა.

წყაროს ცნობით, სალაჰი არ გეგმავს მერსისაიდული კლუბის დატოვებას და კონტრაქტის გაგრძელება სურს.

ეგვიპტელის მოქმედი ხელშეკრულება „ლივერპულთან“ 2025 წლის ზაფხულში იწურება.

მიმდინარე სეზონში სალაჰმა 27 მატჩი ჩაატარა ყველა დონეზე, 18 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.