სალაჰი „ლივერპულში“ მე-100 გოლის ავტორი გახდა #1TVSPORT
სალაჰი „ლივერპულში“ მე-100 გოლის ავტორი გახდა #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურის მატჩში „ლივერპული“ „ბრეტნდფორდს“ ესტუმრა და უხვგოლიანი შეხვედრა (3:3) დაასრულა.

ერთ-ერთი გოლის ავტორი მერსისაიდელების თავდამსხმელი გახდა – მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულში“ გადმოსვლიდან საიუბილეო, რიგით მე-100 ბურთი გაიტანა.

ამ შესანიშნავი შედეგის მისაღწევად სალაჰს სულ 152 მატჩი დასჭირდა.

ინგლისის ჩემპიონატის ახალ სეზონში სატურნირო ცხრილს სწორედ „ლივერპული“ ლიდერობს, რომელიც უახლოეს მდევარს, „მანჩესტერ სიტის“ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.