სალაჰი - „ლივერპულში“ დარჩენა ჩემზე არ არის დამოკიდებული #1TVSPORT
სალაჰი - „ლივერპულში“ დარჩენა ჩემზე არ არის დამოკიდებული #1TVSPORT

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის განახლების შესახებ ისაუბრა. ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ „ლივერპულში“ დარჩენის საკითხი მასზე არ არის დამოკიდებული.

„ახლა ეს დამოკიდებულია კლუბზე და არა ჩემს სურვილზე. ჩემთვის ახლა წარმოუდგენელია, რომ როდისმე „ლივერპულის“ წინააღმდეგ ვითამაშო,  – ციტირებს სალაჰის სიტყვებს Sky Sports. – მსურს, რომ კარიერის ბოლომდე „ლივერპულში“ დავრჩე, მაგრამ კონტრაქტის ბედი ჩემს ხელში არ არის“.

სალაჰის მიმდინარე კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ახალ სეზონშიც ფორვარდს ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს – „ლივერპულის“ შემადგენლობაში სალაჰმა 11 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 ბურთი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩში, ხვალ, 24 ოქტომბერს „ლივერპული“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ესტუმრება.