სალაჰი ინგლისის ჩემპიონატში თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT
„ლივერპულის“ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი პრემიერლიგაში ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, – იუწყება ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი.
29 წლის ეგვიპტელმა ფეხბურთელმა გასულ თვეში ოთხი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
მიმდინარე სეზონში მოჰამედ სალაჰმა 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 15 გოლის ავტორი გახდა და შვიდიც საგოლე გადაცემა მიითვალა.
There could only be one winner…@MoSalah is your @EASPORTSFIFA Player of the Month 🇪🇬👑#PLAwards pic.twitter.com/RRfJDVz8ke
— Premier League (@premierleague) November 12, 2021