სალაჰი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
სალაჰი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

„ლივერპულის“ ფორვარდი, მოჰამედ სალაჰი აფრიკის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გამოკითხვა აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ ჩაატარა.
დაჯილდოვების ცერემონია სენეგალის დედაქალაქ დაკარში გაიმართა. სალაჰი ზედიზედ მეორე წელია ამ პრიზს ეუფლება. ეგვიპტელმა გამოკითხვაში თანაგუნდელ სადიო მანესა და „არსენალის“ ფორვარდს პიერ-ემერიკ ობამეიანგს. გაუსწრო.
გასულ წელს, სალაჰი გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი – 36 მატჩში 32 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი 29 მატჩში 16 გოლი და რვა შედეგიანი პასი აქვს.

კონფედერაციამ ასევე შეადგინა აფრიკელ ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები:

მეკარე – დენის ონიანგო (მამელოდი სანდაუნზი, უგანდა);
მცველები – სერჟ ორიე (ტოტენჰემი, კოტ დ’ივუარი), მეჰდი ბენათია (იუვენტუსი, მაროკო), ერიკ ბაი (მანჩესტერ იუნაიტედი, კოტ დ’ივუარი), კალიდუ კულიბალი (ნაპოლი, სენეგალი);
ნახევარმცველები – ნაბი კეიტა (ლივერპული, გვინეა), ტომას პარტეი (ატლეტიკო, განა), რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი, ალჟირი);
ფორვარდები – მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი, გაბონი), სადიო მანე (ლივერპული, სენეგალი).