„ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების ფორვარდი მოჰამედ სალაჰი 2017 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გამოკითხვა BBC-მ ჩაატარა.
პრესტიჟული პრიზისთვის ბრძოლაში სალაჰის კონკურენტები იყვნენ – სენეგალელი ფორვარდი სადიო მანე („ლივერპული“), გაბონელი თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი („დორტმუნდი“), გვინეელი ნახევარმცველი ნაბი კეიტა („ლაიპციგი“) და ნიგერიელი საყრდენი ვიქტორ მოზესი („ჩელსი“).
ამ სეზონში მოჰამედ სალაჰმა ყველა ტურნირში 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 19 გოლი და ექვსი საგოლე პასი შეასრულა. 2018 წელს ის, ეგვიპტის ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.
შარშან ამ პრიზის მფლობელი „ლესტერის“ ალჟირელი შემტევი რიად მაჰრეზი იყო.