საკურორტო სოფელ მუხურში პირველი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს
საკურორტო სოფელ მუხურში პირველი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს

საკურორტო სოფელ მუხურში პირველი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს.

სამშენებლო პროცესს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პირველ მოადგილე დავით ფარცვანიასთან და ჩხოროწყუს მერთან ერთად გაეცნო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუხურის ცენტრში, მაღალი კლასის, ევროპული სტილის 30-ნომრიანი სასტუმრო შენდება. სასტუმრო კომპანია Mukhuri Resort-ის მიერ ფინანსდება. სამუშაოებს „თორი სტუდიო“ ასრულებს. ინვესტიციის ოდენობა 4 მილიონ ლარს აღემატება.

ამ ეტაპზე სამუშაოებში დასაქმებულია 30-ზე მეტი ადამიანი. პროექტის დასრულების შემდეგ კი აქ 50-მდე მოქალაქე დასაქმდება.

პროექტის ფარგლებში, სოფელ მუხურში, იგეგმება ასევე მეორე, მაღალი სტანდარტების სასტუმროს მშენებლობა.