საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს 50 ათასიდან 2 მლნ ლარამდე მოცულობის სესხის აღება შეეძლება
საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს 50 ათასიდან 2 მლნ ლარამდე მოცულობის სესხის აღება შეეძლება

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 2 მლნ ლარის მოცულობის სესხის აღება შეეძლება.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალ პროგრამაში „საკრედიტო-საგარანტიო სქემა“ 12 კომერციული ბანკი ჩაერთო. პროგრამა ბანკების –  „თიბისი“, „საქართველოს ბანკი“, „ქართუ“, „პროკრედიტი“, „ვითიბი“, „იშ ბანკი“, „ლიბერთი“, „პაშა ბანკი“, „ტერა ბანკი“, „ფინკა ბანკი“, „ხალიკ ბანკი“და „კრედო ბანკი“ პარტნიორობით განხორციელდება.

სააგენტო განმარტავს, რომ მსესხებლის ბრუნვა ბოლო სამი წლის განმავლობაში, საშუალოდ, არ უნდა აღემატებოდეს 20 მლნ ლარს და მისი მთლიანი სასესხო ვალდებულება სესხის აღების მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 8 მლნ ლარს.

საკრედიტო საგარანტიო სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე. სესხის შეფასება ხორციელდება ბანკის მიერ და მისი დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო მეწარმეს უზრუნველყოფის 70პროცენტის გარანტორად ჩაუდგება.

პროგრამის მიმართულებებია: სასტუმრო ინდუსტრია; წარმოება და გადამუშავება; საგანმანათლებლო საქმიანობა; ტრენინგცენტრები; სერვისების ექსპორტი; მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ლაბორატორიები და კვლევა და დამუშავება.