საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში, 61 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გაიცა
საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში, 61 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გაიცა

27 ოქტომბრის მონაცემებით, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში, სულ 81 სესხი გაიცა. აქედან 75 ახალი პროექტია, ხოლო ექვსი – რესტრუქტურიზებული, –  ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველმა არხმა სააგენტოსგან „აწარმოე საქართველოში“ გამოითხოვა.

ახალი პროექტებისთვის დამტკიცებული სესხის მოცულობამ 55 934 000 ლარი შეადგინა, საიდანაც 47 167 715 ლარის გარანტორი სახელმწიფოა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ახალი პროექტების ფარგლებში 1 969 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

რაც შეეხება რესტრუქტურიზებულ სესხებს, ასეთი სულ ექვსი სესხია, რომლის მოცულობამ 4 929 526 ლარი შეადგინა, სახელმწიფოს გარანტია კი 1 478 686 ლარია.

ჯამურად, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში, 60 863 526 ლარის ოდენობის სესხი გაიცა. განახლებული საკრედიტო-საგარანტიო სქემა ივლისიდან ამოქმედდა და მისი ჯამური ბიუჯეტი 20 მილიონიდან 330 მილიონ ლარამდე გაიზარდა.