საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი პირველი აპრილიდან ამოქმედდება
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

საქართველოში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი პირველი აპრილიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, გარანტიის დაფარვის დონე ინდივიდუალურ სესხზე 70 პროცენტი, პორტფელის ანაზღაურების ლიმიტი კი, 10 პროცენტი იქნება.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის დამატებით დაკრედიტებას და ბაზრის ჩავარდნებს აღმოფხვრის, რაც სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში ხელს უშლის. საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის თანახმად, მსესხებელი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესი საქმიანობის სახეებით: წარმოება და გადამუშავება, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ტრენინგ ცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, სასტუმროების სექტორი და სხვა.

ამასთან, სქემის ფარგლებში, შესაძლებელი გახდება მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ზრდა 250 მილიონი ლარით.