საკოორდინაციო საბჭო ხანდაზმულ მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში
საკოორდინაციო საბჭო ხანდაზმულ მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში

საკოორდინაციო საბჭო ხამდაზმულ მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში, – ამის შესახებ  უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

დღეს საკოორდინაციო საბჭოს ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებასთან დაკავშირებით.

როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, პირბადის ტარებაზე, სოციალური დისტანციის დაცვასა და სხვა მოქმედ შეზღუდვებზე სახელმწიფო კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.

დატოვე კომენტარი