საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპორტული ღონისძიებების ყველა მონაწილე უნდა იყოს აცრილი ან ჩატარებული ჰქონდეს ტესტი
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპორტული ღონისძიებების ყველა მონაწილე უნდა იყოს აცრილი ან ჩატარებული ჰქონდეს ტესტი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპორტული ღონისძიებების მონაწილეები უნდა იყვნენ აცრილი ან ჩატარებული ჰქონდეთ ტესტი.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარების შესახებ. შეჯიბრებები ჩატარდება მაყურებლის გარეშე, მაგრამ ყველა მონაწილე უნდა იყოს აცრილი ან ჰქონდეს ჩატარებული 72-საათიანი „პისიარ“ ტესტი, ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენის ტესტი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.