საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დასაშვები იქნება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დასაშვები იქნება

19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დასაშვები იქნება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, პირველი აპრილიდან მუშაობის განახლებას შეძლებენ ​საბავშვო-გასართობი ცენტრები და კინოთეატრები.

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების ნაწილი უკვე შემსუბუქებულია, დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო-გასართობ ცენტრებსა და კინოთეატრებს. უკვე ხვალიდან 19 მარტიდან დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.