საკონსტიტუციო სასამართლოსა და რობაქიძის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

16:01, 30.01.2018

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულების ფარგლებში სამართლის მეცნიერების განვითარება და საკონსტიტუციო სამართლის პოპულარიზაცია, მომავალი სპეციალისტების პროფესიული კარიერისთვის მომზადება და უმაღლესი განათლების საფეხურის სტუდენტთა პრაქტიკული გამოცდილების შეძენა მოხდება.

მხარეები ასევე ერთობლივ საგამომცემლო საქმიანობას განახორციელებენ. მემორანდუმს ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ მოაწერეს ხელი.

მსგავსი