საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის პროცესი დასრულდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს.

არჩევამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შეეცდება, თავისი წვლილი შეიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობაში.

„ვფიქრობ, რომ ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან ამ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაში, ყოველ შემთხვევაში, შევეცდები“,- განაცხადა როინიშვილმა.

დატოვე კომენტარი