საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაიმართა
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაიმართა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაიმართა. ლევან იოსელიანის სამუშაო კაბინეტში გამართულ შეხვედრას „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, „რეფორმების ჯგუფის“ წევრები ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია ესწრებოდნენ.

​პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებულ ვარიანტს და იგივე პოზიცია აქვს ოპოზიციონერ კოლეგებსაც.

„მმართველი პარტიისგან განსხვავებული პოზიციები მოვისმინეთ და ამაზე კონსულტაცია უნდა გავაგრძელოთ. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა დეპუტატის მობილიზების შემთხვევაშიც, შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. რიგგარეშე არჩევნების ნომერ პირველ საკითხად, არ მიმაჩნია, უპირველესი საკითხია მოქნილი გარემოს შექმნა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. უფრო მნიშვნელოვანია, არჩევნებში საპარლამენტო ბარიერის დაწევა. ზოგადად, საარჩევნო სისტემა უნდა იყოს მოქნილი და სრულად პროპორციული უფრო სწორად, ვიდრე მარტო რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი“, – განაცხადა იოსელიანმა.

დატოვე კომენტარი