სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე შვიდი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს
სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე შვიდი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში, თბილისსა და რეგიონებში განახორციელეს მასშტაბური ღონისძიებები ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით.

ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი 23 ხის სახერხი საამქრო გამოავლინა.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე, შვიდი მეწარმე სუბიექტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

ამასთან, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ღონისძიებების ფარგლებში გამოვლენილი სხვა არარეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროებთან მიმართებაში ტარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლით.