სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან შეხვედრა გამართა.

სუს-ის ინფორმაციით, მხარეებმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოში და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, ხაზი გაესვა გლობალური გამოწვევების დასაძლევად საქართველოსა და ნატოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.