სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს დელეგაციას შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს დელეგაციას შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს (SGDSN) დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. დელეგაციას საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს (SGDSN) უფროსის მოადგილე ფრანსუა-გზავიე დე ვუალემონი ხელმძღვანელობდა.

სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი კიბერუსაფრთხოების სფეროში უწყებათაშორისი გამოცდილების გაზიარება იყო. მხარეებმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

შეხვედრას საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე, სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორი კობა კობიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი ესწრებოდნენ.