სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურთან, ვიცე-ადმირალ კოლინ კილრეინთან შეხვედრა გამართა.

სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და კონკრეტული მიმართულებები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჰიბრიდულ საფრთხეებსა და მათთან გამკლავების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე.

დატოვე კომენტარი