სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი შავნაბადის სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე გამართულ ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ წვრთნას დაესწრო

10:41, 02.06.2026

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გეკა გელაძე, მოადგილეებთან ერთად, შავნაბადის სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე გამართულ ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ წვრთნას დაესწრო.

სუს-ის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მებრძოლებმა სხვადასხვა სახის სპეციალური ოპერაციები და საცეცხლე მომზადების იმიტირებული საველე დავალებები შეასრულეს.

მათივე ცნობით, საჩვენებელი წვრთნების პარალელურად, სამსახურის ხელმძღვანელმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ჯავშანტექნიკა და სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერა.

მსგავსი