სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიგა ოთხოზორიას საფლავი ყვავილებით შეამკო
სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე გიგა ოთხოზორიას საფლავზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
ზვიად ზვიადაძემ გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადა და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.
აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ათი წელი შესრულდა.
ინფორმაცაიას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.