სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 62 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი ოკუპირებული ტერიტორიიდან არ გადმოსულა
სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 62 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი ოკუპირებული ტერიტორიიდან არ გადმოსულა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განმარტავს, რომ ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 62 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი ოკუპირებული ტერიტორიიდან არ გადმოსულა.

საუბარია ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებულ 62 წლის პაციენტზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალიდან გადმოიყვანეს.

„საუბარია ქალაქ თბილისში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდა 12 მაისს ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან. გადაყვანილ იქნა მცხეთის ცხელების ცენტრში. ტესტირების შედეგად აღმოაჩნდა კორონავირუსი. აღნიშნული პირი ოკუპირებული ტერიტორიიდან არ გადმოსულა“, – ნათქვამია ქეთევან ციხელაშვილის უწყების განცხადებაში.