სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „მწვანე სკოლის“ დაცვის თანამშრომელი იკითხება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „მწვანე სკოლის“ დაცვის თანამშრომელი იკითხება

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „მწვანე სკოლის“ დაცვის თანამშრომელი უჩა მჭედლიშვილი იკითხება. მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ

„აინტერესებდათ ზოგადი ინფორმაცია და გავეცი პასუხები. კონკრეტული პიროვნება ვერ დავინახე, სახეზე არავინ მიცნია, იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა და ამის შემდეგ ადმინისტრაციამ ჩათვალა საჭიროდ, პოლიცია გამოეძახებინა.

როგორ მოახდინეს შემდეგ იდენტიფიკაცია, არ ვიცი. დაცვის უფროსმა დამირეკა, ჩამაყენა საქმის კურსში, რომ სკოლის კედლებზე წარწერები იყო. ვნახე, საიდან იყო შემოსული ეს პიროვნება.

რომ შედის სკოლაში და წარწერებს აკეთებს, იდენტიფიკაცია ვერ მოვახდინეთ. სკოლის უკანა ეზოდან, ღობიდან არის გადმოსული, რადგან იქიდან შემოსასვლელი არ არის. მეორე დღეს მოსწავლეებს დავუსვით რაღაც კითხვები“, – განაცხადა უჩა მჭედლიშვილმა.

​სკოლის დაცვის თანამშრომლის გამოკითხვა გრძელდება.