სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ხონში პოლიციელების მიერ სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ხონში პოლიციელების მიერ სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ხონში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

„2021 წლის 22 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, შესაბამისი გარემოებების დაზუსტების შემდეგ, საგამოძიებო დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.