სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ედვარდ სნოუდენი აშშ-ში უნდა დაბრუნდეს და მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ედვარდ სნოუდენი აშშ-ში უნდა დაბრუნდეს და მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ არის ინფორმირებული ედვარდ სნოუდენის აშშ-ის მოქალაქეობის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით, ვაშინგტონის პოზიცია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ კონტრაქტორთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში არ გამორიცხავენ, რომ მოქალაქეობის მიღების შემდეგ ედვარდ სნოუდენი უკრაინაში ომში გაიწვიონ.

„ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ბატონი სნოუდენი უნდა დაბრუნდეს აშშ-ში, სადაც ის უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ამერიკელი მოქალაქე. შესაძლოა, ერთადერთი რამ, რაც შეიცვალა მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით არის ის, რომ როგორც ჩანს, სავსებით შესაძლებელია, უკრაინაში მიმდინარე უგუნურ ომში საბრძოლველად გაიწვიონ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა ედვარდ სნოუდენს, რომელიც 2013 წლიდან რუსეთს აფარებს თავს, რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. სნოუდენს აშშ-ში ჯაშუშობაში ედება ბრალი სადაზვერვო სააგენტოების საიდუმლო თვალთვალის პროგრამის დეტალების გასაჯაროებისთვის.