სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე - აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე - აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის თქმით, საქართველოში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში. ამის შესახებ პატელმა პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეიძლება იყოს საქართველოს სამთავრობო მედიებისა და ხელისუფლების მხრიდან აშშ-ის საელჩოსადმი ბრალდებების მიზეზი, პატელმა განაცხადა, რომ მათი პოზიცია მკაფიოა, აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა ლობირებაში.

„მინდა, ვთქვა მაქსიმალურად მკაფიოდ, თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს არ ჩართულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში. ჩვენ შეგვიძლია ეს დარწმუნებით გითხრათ“, – აღნიშნა პატელმა.