სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მარკო რუბიომ ევროპელ კოლეგებთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მიღწევის შესაძლო გზები განიხილა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დღეს სატელეფონო საუბარი გამართა ევროპელ კოლეგებთან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციის მიხედვით, საუბრის მთავარი თემა იყო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივები და საერთაშორისო თანამეგობრობის როლი ამ პროცესში.
„მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან-ნოელ ბაროსთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იოჰან ვადეფულთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადისლავ სიკორსკისთან, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანთან, დევიდ ლამისთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან. ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მიღწევის შესაძლო გზები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.