სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „მათ ისაუბრეს აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებებზე ყარაბაღში. აშშ-მა დაადასტურა მხარდაჭერა სომხეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

„ბლინკენმა გამოხატა შეერთებული შტატების ღრმა შეშფოთება ყარაბაღში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მდგომარეობის გამო. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მოუწოდებს აზერბაიჯანს, დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და თავისი ვალდებულებები, პატივი სცეს ყარაბაღში მცხოვრები ადამიანების უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, Ასევე, უზრუნველყოს თავისი შეიარაღებული ძალების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვა“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.