სახელმწიფო დეპარტამენტი - ვიწვევთ პარლამენტის ინდივიდუალურ და დარჩენილ პარტიებს, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რათა მოსახლეობის მიერ არჩეულმა ყველა წარმომადგენელმა შეძლოს გამოწვევებზე მუშაობის დაწყება
სახელმწიფო დეპარტამენტი - ვიწვევთ პარლამენტის ინდივიდუალურ და დარჩენილ პარტიებს, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რათა მოსახლეობის მიერ არჩეულმა ყველა წარმომადგენელმა შეძლოს გამოწვევებზე მუშაობის დაწყება

მივესალმებით საქართველოში გუშინ მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ასრულებს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა განცხადება.

მათივე განცხადებით, შეთანხმებამ, რომელიც მიღწეული იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით, მოითხოვა მძიმე კომპრომისი ყველა მხარისგან.

„უპირველეს ყოვლისა, ამან მოითხოვა პოლიტიკური გამბედაობა და ვალდებულება საქართველოს მოსახლეობის წინაშე, რომ გაგრძელდეს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების კუთხით რთული სამუშაო. ეს არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშანი. ამის შესრულებაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენ ვიწვევთ პარლამენტის ინდივიდუალურ და დარჩენილ პარტიებს, რათა ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულმა ყველა წარმომადგენელმა შეძლოს მუშაობის დაწყება იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას. ამერიკის შეერთებული შტატები მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს, რომ დავრწუმინდეთ, ეს შეთანხმება მიღწეული იქნება და როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში სრულ ინტეგრაციაში“, – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

დატოვე კომენტარი