სახელმწიფო დეპარტამენტი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი ქალების დონალდ ტრამპთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
სახელმწიფო დეპარტამენტი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი ქალების დონალდ ტრამპთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი ქალების დონალდ ტრამპთან გასულ წელს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს, თან ახლავს აშშ-ის პრეზიდენტის ფრაზა: „ჩვენ პატივს ვცემთ ქალებს, რომლებმაც შეცვალეს ჩვენი ერი და მსოფლიო“.

2019 წლის თებერვალში გამართულ შეხვედრას, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძეც ესწრებოდა, რომელმაც ამერიკის გადასახადის გადამხდელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი ზრუნავენ მსოფლიო მასშტაბით მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამაში მონაწილეობდა და სწორედ ამ პროექტმა შეუწყო ხელი ბიზნესის განვითარებაში.