სახელმწიფო დეპარტამენტი - ისრაელის მოქალაქეებსა და პალესტინელებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი თავისუფლება, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და დემოკრატია
სახელმწიფო დეპარტამენტი - ისრაელის მოქალაქეებსა და პალესტინელებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი თავისუფლება, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და დემოკრატია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, თავი დაიცვას. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოხატა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმების გამო და სამძიმარი გამოუცხადა დაკარგული სიცოცხლეებისთვის. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი. სახელმწიფო მდივანმა ასევე განიხილა მიმდინარე ძალადობა იერუსალიმში და გაიმეორა, რომ ის მოუწოდებს ყველა მხარეს, განმუხტონ დაძაბულობა და დაასრულონ ძალადობა. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ისრაელის მოქალაქეებისა და პალესტინელების უსაფრთხო თანაცხოვრების საჭიროებას. მათ უნდა ჰქონდეთ თანაბარი თავისუფლება, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და დემოკრატია“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.