სახელმწიფო დეპარტამენტი – ესპანეთის ინციდენტი მთავრობის მიერ ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და გამარტივებისკენ მიმართული პოლიტიკის შედეგია

20:06, 31.07.2026

შეერთებული შტატები მხარს უჭერს ესპანეთის ხალხს და ყველა ევროპელს მათი სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების განცხადებით, „ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის მიერ ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და გამარტივებისკენ მიმართული მიზანმიმართული პოლიტიკის პირდაპირი შედეგია“.

სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ აშშ განიხილავს ღონისძიებებს ამერიკელების დასაცავად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და მზადყოფნას გამოხატავს, დაეხმაროს სხვა ევროპელ მოკავშირეებსაც, რომლებიც მსგავს ზომებს განიხილავენ.

მსგავსი