სახელმწიფო დეპარტამენტი - დეპარტამენტი უხელმძღვანელებს ძალისხმევას მსოფლიოში ძვირად ღირებული და არაეფექტური სამშვიდობო, სპეციალური პოლიტიკური მისიების შესაჩერებლად
სახელმწიფო დეპარტამენტი - დეპარტამენტი უხელმძღვანელებს ძალისხმევას მსოფლიოში ძვირად ღირებული და არაეფექტური სამშვიდობო, სპეციალური პოლიტიკური მისიების შესაჩერებლად

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიული გეგმის დოკუმენტის მიხედვით, შეერთებული შტატები აპირებს მსოფლიოში ძვირად ღირებული და არაეფექტური სამშვიდობო და სპეციალური პოლიტიკური მისიების შეჩერებას.

„დეპარტამენტი უხელმძღვანელებს ძალისხმევას მთელ მსოფლიოში ძვირად ღირებული და არაეფექტური სამშვიდობო და სპეციალური პოლიტიკური მისიების შესაჩერებლად. საერთაშორისო ორგანოების განცხადებები, რომლებიც შეუსაბამოა აშშ-ის სუვერენულ კანონმდებლობასთან, ვერ შეზღუდავს ჩვენს გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენი შეზღუდვის ასეთ მცდელობებს მკაცრად ვუპასუხებთ ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტების სრული სპექტრის გამოყენებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, განსაზღვრავს 2026-2030 წლებში შეერთებული შტატების ხედვას, როგორ განახორციელებს დეპარტამენტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.