სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ მოუწოდებს რუსეთს, უკრაინას ყირიმზე სრული კონტროლი დაუბრუნოს
სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ მოუწოდებს რუსეთს, უკრაინას ყირიმზე სრული კონტროლი დაუბრუნოს

ყირიმი უკრაინაა – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

„ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, სრული კონტროლი დაუბრუნოს უკრაინას ყირიმზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.

 

Crimea is Ukraine. The United States calls on Russia to return full control of the peninsula to Ukraine.

Posted by U.S. Department of State on Thursday, 6 May 2021

 

 

დატოვე კომენტარი