სახელმწიფო დეპარტამენტი – აშშ-მა უკრაინისთვის 500 ერთეული პეტრიოტის რაკეტის პოტენციური მიყიდვის შეთანხმება დაამტკიცა
აშშ-მა უკრაინისთვის 500 ერთეული პეტრიოტის რაკეტის პოტენციური მიყიდვის შეთანხმება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, ტრამპის ადმინისტრაციამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინისთვის პეტრიოტის რაკეტების რეალიზაციას.
„შემოთავაზებული რეალიზაცია გააუმჯობესებს უკრაინის შესაძლებლობებს, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს მისი ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებით“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.