სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

„ერაყსა და რეგიონში დაძაბულობის გამო, აშშ-ის მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაემგზავრონ ერაყიდან. აშშ-ს საელჩოს კომპლექსზე ირანის მიერ მხარდაჭერილი მილიციის თავდასხმის გამო, შეჩერებულია ყველა საკონსულო ოპერაცია. აშშ-ს მოქალაქეები არ უნდა მიუახლოვდნენ საელჩოს“,- ნათქვამია აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის ხელისუფლებამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ერაყის დედაქალაქში, გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ, ირანმა შურისძიების პირობა დადო.

დატოვე კომენტარი