სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპი ხვალ უკრაინის საკითხზე ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხვალ უკრაინის საკითხზე ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა დაადასტურა.
მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები დაესწრებიან.
ამასთან, ბრიუსმა ისაუბრა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრაზეც და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პირისპირ მოლაპარაკებების სურვილი პირველმა გამოთქვა. „პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს ნამდვილად გაცნობითი შეხვედრა იქნება. მან განაცხადა: „შევხვდები პრეზიდენტ პუტინს და ვნახავთ, რას ფიქრობს, ეს სამართლიანი შეთანხმება თუ იქნება, მე ამას გავუზიარებ ევროკავშირის, ნატო-ს ლიდერებს და ასევე პრეზიდენტ ზელენსკის““, – აღნიშნა ტემი ბრიუსმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, დონალდ ტრამპმა ვალდებულება აიღო, რომ შეხვედრის შემდეგ პირველ რიგში დაურეკოს ვოლოდიმირ ზელენსკის, შემდეგ კი – ევროპელ ლიდერებს.