სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართება

16:23, 12.09.2024

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართება.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მიღწეულ წარმატებებს ქართველ პარასპორტსმენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი შერაზ გასრი მიულოცავენ.

პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.

პარალიმპიადიდან ქართველი პარასპორტსმენები ცხრა მედლით დაბრუნდნენ.

 

მსგავსი