სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე ააიპ სპეციალური სერვისების დირექტორი დააკავეს
სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე ააიპ სპეციალური სერვისების დირექტორი დააკავეს

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის ფაქტზე ააიპ სპეციალური სერვისების დირექტორი გ.გ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ააიპ სპეციალური სერვისების’ დირექტორ გ.გ.-ს მიერ, ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობისას გაიფლანგა დიდი ოდენობით თანხა, 250 086 ლარის ოდენობით.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ კომპლექსური საინჟინრო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ.გ.-ს ხელმძღვანელობით ააიპ სპეციალური სერვისების მიერ სამუშაოები შესრულებულია პროექტის გარეშე, უხარისხოდ და საჭიროა სანიაღვრე სისტემის სრული დემონტაჟი.

გ.გ.-ს მიმართ დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი