სახელმწიფო აუდიტის სამსახური მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აშენებულ გზებს ამოწმებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აშენებულ გზებს ამოწმებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აშენებულ გზებს ამოწმებს. საუბარია პროექტზე „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა“, რომელმაც რაჭა, ლეჩხუმი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა-ქართლი და გურია მოიცვა.

აუდიტი 2018 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს შეეხება და შუალედური ფინანსური ანგარიშების შემოწმებასთან ერთად, სხვადასხვა ტექნიკური საკითხის შესწავლას მოიცავს.

აუდიტის ჩასატარებლად აუცილებელ ტექნიკურ საკითხებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს.

მსოფლიო ბანკის პროექტს – „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა“ სწორედ გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

პროექტის ეფექტიანობა აუდიტის სამსახურმა პირველად გასულ წელს, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მომართვის საფუძველზე შეისწავლა.