სახელბურთო კლუბი „შავი ზღვის ბიჭები“ ჩელენჯ კაპს გამოეთიშა
სახელბურთო კლუბი „შავი ზღვის ბიჭები“ ჩელენჯ კაპს გამოეთიშა

სახელბურთო კლუბმა, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ ჩელენჯ კაპზე იასპარეზა. საქართველოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ბოსნიურ „ზრინსკი მოსტარს“ ევროტურნირის 1/16-ფინალის ორმატჩიან რაუნდში დაუპირისპირდა.

ბათუმელებმა ახალი სეზონისთვის შემადგენლობა განაახლეს და სეზონში პირველი ოფიციალური მატჩები სწორედ ევროთასებზე ჩაატარეს. პირველი თამაში ბოსნიელების დიდი უპირატესობით წარიმართა და 47:17 (21:7) მოიგეს. მათ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 19 წლის ფილიპ ვისტოროპი (8 გოლი) იყო, რომელიც აგვისტოში თბილისში, ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების შემდადგენლობაში ითამაშა. ბათუმელთგან საუკეთესო იყო ამავე ჩემპიონატის მონაწილე ლუკა ბულბულაშვილი (5).

მეორე მატჩში ქართულმა გუნდმა გამოცდილ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და პირველი ტაიმი ფრედ, 17:17 დაასრულა. მასპინძლებმა მეორე ტაიმში ათბურთიანი უპირატესობა მაინც მოიპოვეეს, 42:32 მოიგეს და ჩელენჯ კაპის მერვედფინალში გავიდნენ.