სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ორწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 120 020 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.250 პროცენტი, მაქსიმალური 9.530 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.372 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 6.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.