სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს
სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს

ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირიც. გაიმართა სადღესასწაულო ღვთისმსახურება. საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის პრეზიდენტმა, ეპისკოპოსმა გია კანდელაკმა დღესასწაული ყველა მორწმუნეს მიულოცა.

„ქრისტიანულ სამყაროში არის რამდენიმე გამორჩეული დღესასწაული. ეს არის შობა და ასევე ეს არის აღდგომა. ეს არის ის დღესასწაული, რომელიც ყველა ქრისტიანულ კონფესიას გვაერთიანებს, რადგან რომ არ ყოფილიყო აღდგომა, არც არაფერი იქნებოდა.

ქრისტეს აღდგომა არის გამარჯვება სიკვდილზე, ჯოჯოხეთის ძალებზე. დღევანდელ დღეს ყველა ქრისტიანს ვულოცავ დღესასწაულს, ვუსურვებ წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს. სულიერი სიმტკიცე ჩვენს ქვეყანას და მართლაც აღდგომის გამარჯვებით გვევლოს. უფალმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ“, – აღნიშნა საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის პრეზიდენტმა, ეპისკოპოსმა გია კანდელაკმა.