სახალხო დამცველმა მოინახულა პატიმრები, მათ შორის ნიკა მელია, ირაკლი ღარიბაშვილი, ბაჩო ახალაია, ლევან ხაბეიშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და პაატა ბურჭულაძე

19:09, 27.11.2026

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქალაქ რუსთავში მდებარე №12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ლევან იოსელიანი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა და გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს.

„ლევან იოსელიანი პირადად გაესაუბრა დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს, მათ შორის, ნიკა მელიას, ირაკლი ღარიბაშვილს, ბაჩო ახალაიას, ლევან ხაბეიშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს, ირაკლი ოქრუაშვილს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მიხეილ სააკაშვილს და პაატა ბურჭულაძეს. საქართველოს სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და ზედამხედველობას უწევს პატიმართა უფლებების დაცვას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი