სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს
სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს.

შალვა პაპუაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდებიან საპარალმენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „მოქალაქეების“, „გირჩის“, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები, ასევე გიორგი გახარიას გუნდის წევრები. შეხვედრას არ ესწრება მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელი“. ისინი აცხადებენ, რომ „ფარსში მონაწილეობა არ უნდათ“.

დღეს პოლიტიკურ მხარეებს შორის დისკუსიის საგანი იქნება ის, თუ რა უნდა ჩაიწეროს პარლამენტის თავმჯდომარის იმ ბრძანებაში, სადაც გაიწერება კონკრეტულად კრიტერიუმები სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებები დაამტკიცა სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კონსულტაციებს გაივლიდა ოპოზიციურ პარტიებთან იქამდე, ვიდრე არ შექმნის იმ საკონკურსო კომისიას, რომელიც საბოლოო ჯამში სახალხო დამცველის კანდიდატებს შეარჩევს.