სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე პარლამენტში „ქართულ ოცნებასა“ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე პარლამენტში „ქართულ ოცნებასა“ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე პარლამენტში „ქართულ ოცნებასა“ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა, მნიშვნელოვანია, არასამთავრობო ორგანიზაციების მოსმენა, როგორ ესახებათ სახალხო დამცველის არჩევის საუკეთესო პროცედურები, რომელმაც შედეგად უნდა მოიტანოს რაც შეიძლება უკეთესი კანდიდატების არსებობა და საუკეთესო არჩევანის გაკეთება.

„საზოგადოებას 1-ელ სექტემბრამდე შევთავაზებთ პროცედურებს, რომლის მიხედვითაც მოხდება სახალხო დამცველის არჩევა, რომელიც იქნება მაქსიმალურად სამართლიანი, დაბალანსებული, ეფექტიანი და ინკლუზიური პროცესი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებზე დღის ბოლომდე „ქართული ოცნება“ საკუთარ ხედვას წარმოადგენს.